ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია იმ პირებისგან მომდინარე რისკებზე საუბრობს, რომლებსაც კორონავირუსის არ სჯერა


გერმანიის უშიშროების სამსახურების თანამშრომლები ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე რისკებზე საუბრობენ. მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც კორონავირუსის საფრთხეებს არ აღიარებენ.

"არსებობს აპოკალიპტური მოსაზრებების, შეთქმულების თეორიებისა და ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის ერთგვარი ნაკრები", - განაცხადა ბურკარდ ფრეიერმა, კონსტიტუციის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა რაინ-ვესტფალიის შტატიდან გამოცემა "შპიგელთან" საუბრისას. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის არსებობას ან მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს უარყოფენ, შესაძლოა ერთგვარი ტერორისრული ქმედებების ავტორებიც კი გახდნენ.

ოქტომბერში სავარაუდოდ სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებსაც კორონავირუსის არ სჯერათ, იერიში მიიტანეს დაავადებათა კონტროლის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტზე და მას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს ლეიბნიცის ასოციაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასოციაცია გერმანიის 100-მდე დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს.

თუმცა ფრეიერის თქმით, შეიარაღებული თავდასხმების უდიდესი რისკი მაინც ისეთი ინდივიდუალური ულტრა-მემარჯვენეებისგან მოდის, რომლებიც მარტონი მოქმედებენ. მაგალითად, თავდამსხმელი, რომელმაც თებერვალში, ჰანაუში იმიგრნატი ოჯახების 9 წევრი მოკლა, შემდეგ დედამისი მოკლა და თავი მოიკლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG