ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეჩნეთში 18 წლის ტერორისტი დაკრძალეს, რომელმაც პარიზში მასწავლებელს თავი მოკვეთა


ჩეჩნეთში 18 წლის "ტერორისტი" ვლად უაზი ტრადიციების შესაბამისად დაკრძალეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, დაკრძალვის ცერემონიალს უამინდობის მიუხედავად, ბევრი ადამიანი ესწრებოდა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, 18 წლის მოზარდი ჩეჩნეთში, სოფელ შალაჟში მუსლიმური ტრადიციების სრული დაცვით დაკრძალეს. ინფორმაციას "როიტერთან" საუბრის დროს ადასტურებს ადამიანის უფლებათა ადგილობრივი სპეციალისტი ხედა სარატოვა.

18 წლის ვლად უაზი, ფრანგმა სამართალდამცავებმა მაშინ მოკლეს, როცა მის დაკავებას ცდილობდნენ. წარმოშობით ჩეჩენმა პოლიციელზე თავდასხმა დანით სცადა რა დროსაც მისი განეიტრალება მოხდა.

ფრანგმა სამართალდამცავებმა უაზის დაკავება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მათთვის ცნობილი გახდა, რომ 2002 წელს მოსკოვში დაბადებულმა პირმა საკუთარი სკოლის ისტორიის მასწავლებელს თავი მოჰკვეთა. მასწავლებლის ცხედარი სამართალდამცავებმა იპოვეს. მომხდარიდან ცხელ კვალზე პოლიციელებმა უაზს მიაგნეს. მკვლელობის გამო პარიზში სამართალდამცავებმა უაზის 4 ნათესავი დააკავეს. მკვლელობა 17 ოქტომბერს მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით მკვლელობის წინ 47 წლის მასწავლებელს, რომელიც გაკვეთილებზე ბავშვებს მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა, მოსწავლეების მშობლები ემუქრებოდნენ, ამის შესახებ მასწავლებელმა პოლიციაშიც განაცხადა.

მომხდარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მალევე "ტერორისტულ" აქტად შეაფასა. პარიზში მასწავლებლის მკვლელობის დასაგმობად მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარიზში მოციქული მოჰამედის კარიკატურების გამო ტერორისტული აქტები ხდება. 2015 წლის 7 იანვარს პარიზში გამომცემლობა "შარლი ებდოში" ძმები კუაშები შეიჭრნენ. მაშინ ტეროტისტულ აქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მაშინ ალ ყაიდამ აიღო. მას შემდეგ რაც ტერორიზმში ბრალდებულების სასამართლო პროცესები დაიწყო გამოცემამ კარიკატურები ხელმეორედ დაბეჭდა, რასაც კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოჰყვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG