ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"აპოკალიპტური სცენა" გენუაში - სულ ცოტა, 20 დაღუპული


იტალიის ოფიციალური წყაროების მიხედვით, დღეს, საპორტო ქალაქ გენუაში სატრანსპორტო ხიდის ნაწილობრივი დანგრევა, ძლიერ შტორმს უკავშირდება. ხიდზე ამ დროს დაახლოებით ათი მანქანა გადადიოდა. მანქანები თითქმის 45 მეტრი სიმაღლიდან ჩამოცვივდა და ქვემოთ მდებარე სახლებს და სარკინიგზო ნაგებობებს დაეცა.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 20-ს შეადგენს. სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. თვითმხილველები ყვებიან, რომ ხიდის ჩანგრევისას მანქანების ვარდნა "აპოკალიპტურ სცენას" ჰგავდა. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის დანილო ტონინელის თქმით, მათ საქმე "უზარმაზარ ტრაგედიასთან" აქვთ.

ხიდი გასული საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული. ოფიციალურ პირებს ეჭვი აქვთ, რომ მისი ნაწილობრივი დანგრევა ნაგებობის სისუსტემ განაპირობა.


Facebook Forum

XS
SM
MD
LG