ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ოკუპირებულ ყირიმში ხიდის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ხიდი ზღვაზე გადის და ის რუსეთის მოსაზღვრე სახმელეთო ნაწილს - კრასნოდარის მხარეს - უკრაინისგან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. პუტინმა სატვირთო მანქანა ყირიმში თვითონ ჩაიყვანა.

უკრაინა ყირიმის ხიდის გახსნას გმობს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო კანონების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამასთან ერთად, უკრაინის მთავრობის განცხადებით, პროექტი ქერჩის ყურის ეკოლოგიასაც აზიანებს და დიდ გემებს აზოვის ზღვის პორტებისკენ გზას უკეტავს.

ხიდის მშენებლობის განკარგულება პუტინმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისთანავე გასცა. ყირიმის ხიდის სიგრძე თითქმის 20 კილომეტრს აღწევს. მას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ ამ ხიდის მეშვეობით უნდა მოხდეს ყირიმის ჩართვა რუსეთის ცენტრალიზებულ სატრანსპორტო სისტემაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG