ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენუის ხიდზე დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა


იტალიის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გენუაში ჩანგრეულ ხიდზე დღეისთვის 37-ს აღწევს. სამაშველო სამუშაოები ხიდის ნანგრევებში ისევ გრძელდება, ჯერ კიდევ არიან დაკარგული ადამიანები. შესაბამისად, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ, გაიზრდება.

45 მეტრი სიმაღლის ხიდი სამშაბათს, ძლიერი შტორმის დროს ჩაინგრა. მასზე სწრაფმავალი ტრასა გადიოდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის მძღოლები და მანქანის მგზავრები არიან. ხიდის ქვეშ მდებარე ინდუსტრიულ პარკში ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრი დანილო ნონინელი მომხდარზე პასუხისმგებლობას კომპანიას "იტალიის ავტოსტრადა" აკისრებს, რომელსაც ხიდის მენეჯმენტი ებარა. მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივით, ხიდები და გვირაბები მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმდება. სამშაბათს, იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მატეო სალვინიმ თქვა, რომ ეს უბედურება ინფრასტრუქტურის მეტად დაფინანსების აუცილებლობას ადასტურებს.

ხიდი იტალიის და საფრანგეთის ორ დიდ ტრასას აკავშირებს. ის 1967 წელს გაიხსნა, 2016 წელს კი გარემონტდა.

XS
SM
MD
LG