ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტსა და ბრექსიტს გაეროს ასამბლეაზე განიხილავენ


მსოფლიოს ლიდერები, რომლებიც ახლა ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეაზე არიან შეკრებილები ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის შესახებ მოისმენენ მოხსენებას. ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლები ახლა სწორედ გაეროს ასამბლეაზე არიან.

პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სიტყვით დღის პირველ ნახევარში გამოვა. ვინაიდან ისრაელის პრეზიდენტი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყანაში ახალი მთავრობის ფორმირებითაა დაკავებული, გაეროს ასამბლეაზე საღამოს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გამოვა.

სავარაუდოდ, ასევე განიხილავენ ბრექსიტის საკითხსაც. ელოდებიან, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი თავის გამოსვლაში სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს. ბიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ამაზე საუბარი თავის გამოსვლაში არ ისურვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG