ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ბაზები დაბომბა


ღაზის სექტორი, 27 მარტი, 2019 წ.

ღაზის სექტორში ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაჯგუფება ჰამასის ბაზები დაბომბა. ეს საპასუხო ქმედება იყო ისრაელის სამხრეთით, ებრაელთა სასულიერო სემინარიაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.

არცერთ მხარეს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სასულიერო სემინარიაშო სარაკეტო თავდასხმის დროს სტუდენტები არ იმყოფებოდნენ.

ისრაელის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქქვამია, რომ საბრძოლო თვითმფრინავებისა და ხომალდების სამიზნე „ტერორისტული ინფრასტრუქტურა, და ჰამასის სახმელეთო და საზღვაო შენაერთები" იყო.

XS
SM
MD
LG