ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ექსპრემიერს ბრალი დაუმტკიცდა


ჯერჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ვერდიქტი ექსპრემიერისთვის პატიმრობის ვადის დაწესებას

ისრაელის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალეულობა დაუმტკიცა. ეჰუდ ოლმერტს ბრალად იერუსალიმის მერად მსახურობის პერიოდში, განვითარების პროგრამის ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით, ქრთამის აღება ედებოდა.

პროკურორების მტკიცებით, იერუსალიმში განსახლების პროექტის განხორციელებისთვის, ოლმერტმა სხვებთან ერთად ასობით ათასი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ მას მოგვიანებით შეატყობინებენ. ჯერჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ვერდიქტი ექსპრემიერისთვის პატიმრობის ვადის დაწესებას. კორუფციული სკანდალის გამო ოლმერტი იძულებული გახდა 2008 წელს პრემიერის პოსტი დაეტოვებინა. 2012 წელს კი სასამართლომ მას სამთავრობო კონტრაქტების ყოფილი კოლეგისთვის გადაცემის გამო ჯარიმის სახით 18 ათასი დოლარი გადაიხადა.
XS
SM
MD
LG