ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელ ტყვეთა გათავისუფლების ვადა იწურება


გასულ წელს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელმა დარჩენილი პალესტინელი ტყვეები შაბათს, 29 მარტამდე უნდა გაათავისუფლოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესების განახლებას უახლოეს დღეებში შეეცდება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ოთხშაბათს ჯონ კერის საუბარი პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან და ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან „ნაყოფიერი“ იყო.

ისრაელს და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესის მერვე თვე დაიწყო. ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, მოლაპარაკება 9 თვის მანძილზე უნდა გაგრძელდეს. გასულ წელს მიღწეული შეთანხმება ისრაელს პალესტინელ ტყვეთა გათავისუფლებას ავალდებულებს, რომლის საბოლოო ვადად 29 მარტი დათქვეს. ისრაელი სამშვიდობო მოლაპარაკების გახანგრძლივებას ითხოვს. პალესტინელი ოფიციალური პირები კი იმუქრებიან, რომ თუკი ტყვეთა გათავისუფლება არ მოხდა, ისინი მოლაპარაკებას შეწყვეტენ.
XS
SM
MD
LG