ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ისრაელში ვიზიტს გეგმავს


ობამას ვიზიტის დროს, ისრაელის კოალიციური მთავრობის ახალი გამოწვევები გაგრძელდება


ისრაელის პოლიტიკური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისრაელში ვიზიტისთვის ემზადება.

დასუსტებულმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირებას თითქმის ექვსი კვირა მოანდომა, შაბათს უკვე ყველანაირი ვადა იწურებოდა . პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ იანვარში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა თუმცა მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ „ლიქუდმა“ ნახევრად დაკარგა თავისი პოზიციები სეკულარულ პარტიებთან შედარებით, რომლებსაც თავიანთი ჯიუტი მოთხოვნები ჰქონდათ.
პირველად ბოლო წლების განმავლობაში ულტრა-ორთოდოქსული პარტიები სამთავრობო სავარძლების გარეშე დარჩნენ. ანალიტიკოსი ისრაელის საკითხზე ჯერალდ სტეინბერგი ამბობს რომ, ეს ნიშნავს უფრო საშინაო საკითხებზე ორიენტირებულ კოალიციას.
სტეინბერგი აცხადებს რომ კოალიცია მოაგვარებს საშინაო საკითხებს, ყოველ შემთხვევაში ეს არის მიზანი, რომ სამხედრო და ფინანსური ხარჯების განაწილება სწორად მოხდეს. ასე რომ ახალი მთავრობა ძირითადად შიდა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.”
მაგრამ როდესაც ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ განაცხადა, მან მიანიშნა რომ ფართო სპექტრით- ახლო აღმოსავლეთში კვლავ მღელვარებაა..
“ნეთანიაჰუს განცხადებით ახალმა მთავრობამ ძირითადი უსაფრთხოების და პოლიტიკური საკითხები უნდა გადაწყვიტოს. მას ამჯერად არ დაუკონკრეტებია, თუმცა ძველ განცხადებებში მან დაასახელა ირანის სადავო ბირთვული პროგრამა, საშიშროება რომ სირიის ქიმიური იარაღი ისლამისტურ ტერორისტულ ჯგუფებს ჩაუვარდეთ ხელში და პალესტინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება”.

ნეთანიაჰუ აცხადებს რომ, ირანის საკითხი იქნება მთავარი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს რომელიც ისრაელში მომავალ კვირას გაიმართება. ირანი აცხადებს რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებულია რომ, ისლამისტური რესპუბლიკა ბირთვულ იარაღს ებრაული სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნისთვის აწარმოებს.
სტეინბერგი დარწმუნებულია რომ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ობამას ეტყვის, რომ თუკი საერთაშორისო დიპლომატიამ და საერთაშორისო სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო მაშინ ისრაელი უკვე ირანის წინააღმდეგ მარტო იმოქმედებს.
“მისი თქმით იმდენად რამდენადაც ვუახლოვდებით ზაფხულს და თეირანმა პროგრესს მიაღწია ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მაშინ ნეთანიაჰუ იტყვის რომ თუკი ამერიკა არ იმოქმედებს და არ იქნება საერთაშორისო სამხედრო ჩარევა, მაშინ ისრაელი იმოქმედებს დამოუკიდებლად. ამ განცხადების მერე როგორსტინბერგი ვარაუდობს, ნეთანიაჰუს ეყოლება ძალიან ბევრი მხარდამჭერი ისრაელის საზოგადოების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის და მისი საკუთარი პარტიის მხრიდან.”
საშინაო პრობლემებმა და ირანის საკითხმა პალესტინის საკითხი უკან მოიტოვა. თუმცა ნეთანიაჰუს განცხადებით პრიორიტეტულია მოლაპარაკების განახლება სამშვიდობო მოგვარების საკითხზე პალესტინასთან, რომელიც უკვე ოთხი წელია ჩიხშია შესული.
თუმცა სტეინბერგი რაიმე გარღვევას ამ კუთხით არ მოელის.

“იგი აცხადებს რომ რათქმაუნდა იქნება რაღაცა ტიპის მოლაპარაკებები, ვინაიდან პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამას მოითხოვს. თუმცა ისრაელელებისთვის ეს უფრო პიარის ნაწილია, რათა ისინი საერთაშორისო საზოგადოების თვალში ამ პრობლემის მოგვარებით დაინტერესებულ მხარედ გამოჩნდნენ. ასე რომ ამ მხრივ გარკვეულ მოვლენებს და განვითარებას ადგილი ექნება, თუმცა უმნიშვნელო.”
როგორც ცნობილია, პალესტინამ უარი თქვა მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, ვიდრე ისრაელი არ შეწყვიტავს დასახლებების გაფართოვებას. ამ მოთხოვნის შესრულებაზე ისრაელის ძველმა მთავრობამ უარი განაცხადა. თუმცა არის ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პრეზიდენტი ობამა ვიზიტით ჩადის და საქმიანობას შეუდგა შედარებით ზომიერი, ახალი კოალიციური მთავრობა, შესაძლოა ისრაელი პალესტინასთან დასახლებულ პუნქტებთან დაკავშირებით დათმობებზეც წავიდეს.

ამ საკითხებზე პრეზიდენტი ბარაკ ობამა პალესტინის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთანაც ისაუბრებს, რომელსაც მომავალ კვირას მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე შეხვდება.
XS
SM
MD
LG