ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინაში ტყვეების დაბრუნებას ელიან


პალესტინაში ტყვეების დაბრუნებას ელიან
პალესტინაში ტყვეების დაბრუნებას ელიან

პალესტინელები ტყვეების გათავისუფლების ახალი ტალღისთვის ემზადებიან, მას შემდეგ რაც სამშვიდობოს გაუშვეს ისრაელის ჯარისკაცი ასობით პალესტინელის სანაცვლოდ.

პალესტინური ჰამასის განცხადებით გათავისულფების ახალი ტალღა ასაკოვან და დაავადებულ პალესტინელ პატიმრებს შეეხება.

სამშაბათს ისრაელმა 477 პალესტინელი გამოუშვა ციხიდან ერთი ებრაელი ჯარისკაცის გილად შალითის განთავისუფლების სანაცვლოდ. პალესტიენელმა მეომრებმა შალითი 2006 წელს საზღვართან მომხდარი ბრძოლის დროს დაატყვევეს.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მომდევნო ორი თვის მანძილზე კიდევ 550 პალესტინელი პატიმრის განთავისუფლებაა დაგეგმილი.

პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასისი განცხადებით ისრაელის ციხის ყოფილ პატიმრებს 2000 დოლარის შემწეობას აღმოუჩენენ ღაზას სექტორში ჩასვლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG