ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი დამატებით 550 პალესტინელს ათავისუფლებს


ისრაელი დამატებით 550 პალესტინელს ათავისუფლებს

თელავივმა გილად შალითში, ერთ ებრაელ პატიმარში 1 027 პალესტინელი გაცვალა

ტყვეთა გაცვლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების თანახმად ისრაელმა დღეს ჰამასს 550 პალესტინელი მებრძოლი გადასცა. ანალოგიური პროცედურის დაცვით დაახლოებით ორი თვის წინ ისრაელმა 447 პალესტინელი სამხედრო ტყვე გაათვისუფლა.

საბოლოო ჯამში ოფიციალურმა თელავივმა გილად შალითში, ერთ ებრაელ პატიმარში, რომელიც ღაზას სექტორში 5 წლის განმავლობაში იყო დატყვევებული, 1 027 პალესტინელი გაცვალა.

პალესტინა ცნობას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა. დღესასწაულის ერთ-ერთი პალესტინელი მონაწილე აღნიშნავს, რომ ისრაელმა ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადადგა. „გვჯერა, რომ ჩვენ საკუთარი სახელმწიფო გვექნება და მათაც - თავისი. და ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებას შევძლებთ“ - ამბობს პალესტინელი ქალბატონი.

ისრაელში ტყვეთა გაცვლის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად ისრაელის მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ებრაელი ჯარისკაცი ტყვეობიდან ნებისმიერ ფასად უნდა გამოიხსნან.

XS
SM
MD
LG