ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუნესკომ საბავშვო ჟურნალს დაფინანსება შეუწყვიტა


იუნესკომ საბავშვო ჟურნალს დაფინანსება შეუწყვიტა

ჟურნალში დაბეჭდილი ერთ-ერთი სტატია ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერი სათაყვანებელი პიროვნებაა იმის გამო, რომ მან ებრაელებს ჰოლოკოსტი მოუწყო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ პალესტინური საბავშვო ჟურნალის დაფინანსება შეწყვიტა. იუნესკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალში დაბეჭდილი ერთ-ერთი სტატია ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერი სათაყვანებელი პიროვნებაა იმის გამო, რომ მან ებრაელებს ჰოლოკოსტი მოუწყო.

იუნესკოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ორგანიზაცია იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მსგავსი განცხადება გაეროს დაფინანსებულ ჟურნალში დაიბეჭდა.

სტატია პალესტინელმა გოგონამ დაწერა, რომელიც ამბობდა, რომ ჰიტლერი დაესიზმრა და უთხრა, რომ მან ებრაელები იმის გამო დახოცა, რომ ისინი დედამიწაზე არეულობას და ქაოსს იწვევენ.

XS
SM
MD
LG