ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინას შორის ტყვეების გაცვლა დაიწყო


ისრაელ-პალესტინას შორის ტყვეების გაცვლა დაიწყო

ისრაელიდან გათავისუფლებულმა პალესტინელთა გარკვეულმა ჯგუფმა, ტყვეთა გადაცვლის შეთანხმების საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო ჩასვლა. სირიის სახელმწიფო მფლობლობაში არსებული მედიის განცხადებით, ყოფილი 16 პატიმარი, მათ შორის ერთ-ერთი ქალი, დამასკოში დღეს ჩავიდა, ხოლო 11 ყოფილი პალესტინელი ტუსაღი კი თურქეთში ჩავიდა.

უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების მიზნით, დაახლოებით 40-მდე პალესტინელს დეპორტაცია გაუკეთეს. ისრაელის ხელისუფლებამ 400-ზე მეტ პალესტინელს კი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში დაბრუნების უფლება მისცა.

პალეტსინელთა გათავისუფლება, ისრაელელი ჯარისკაცის, გილად შალიტის ტყვეობიდან გათავისუფლებაზე მიღებული გარიგების შედეგია.

შალიტის მშობლიური ქალაქის მიცპე ჰილას ქუჩებში გამოსული ათასობით კეთილის მსურველი გულთბილად ულოცავდა მას სახლში დაბრუნებას.

XS
SM
MD
LG