ორმხრივი შეტაკებებისას ლტოლვილთა ბანაკში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელმა ჯარისკაცმა სამი პალესტინელი მოკლა. ისრაელის პოლიციის სპიკერი აცხადებს, რომ ოფიცრები ბანაკში ეჭვმიტანილს ეძებდნენ როცა ასობით პალესტინელმა მათზე იერიში მიიტანა. თავდამსხმელები ქვებითა და ცეცხლგამჩენი ბომბებით იყვნენ შეიარაღებული. ოფიცრები ბრბოს დაშლას შეეცადნენ.
რამალაში მდებარე საავადმყოფოს მედიკოსთა ინფორმაციით, სამივე დაღუპულს ცეცხლსასროლი იარაღის კვალი აღენიშნება.
ინციდენტი პალესტინურმა ოფიციალურმა მხარემ უკვე დაგმო.
რამალაში მდებარე საავადმყოფოს მედიკოსთა ინფორმაციით, სამივე დაღუპულს ცეცხლსასროლი იარაღის კვალი აღენიშნება.
ინციდენტი პალესტინურმა ოფიციალურმა მხარემ უკვე დაგმო.