ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეთილი ნება სამშვიდობო მოლაპარაკებამდე


ისრაელმა პირობა დადო, რომ ჯამში 104 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა

ისრაელმა 26 პალესტინელის ვინაობა გამოაქვეყნა, რომლებსაც გრძელვადიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლებს. ისრაელის განცხადებით, ეს კეთილი ნების გამოხატვაა პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე.

ამ პატიმრების უმრავლესობა 1980-ანების ბოლოს და 1990-ანების დასაწყისში დააპატიმრეს ისრაელის მოქალაქეების მკვლელობის ან მკვლელობის განზრახვის გამო.

ეს პატიმრების გათავისუფლების პირველი ეტაპია. ისრაელმა პირობა დადო, რომ ჯამში 104 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა. თუმცა, ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად გაგრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკებების.
XS
SM
MD
LG