ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ირანს დაბომბავს?


ისრაელი ირანს დაბომბავს?

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვული ნაგებობების წინააღმდეგ სამხედრო იერიში მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში განახორციელოს.

თეირანში, იერუსალიმსა და ვაშინგტონში ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ნაგებობების წინააღმდეგ სამხედრო იერიშის მიტანაზე საუბრობენ. ამერიკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო იერიში არც თუ ისე არარეალური შესაძლებლობაა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ მსოფლიოს დრო გასდის იმისთვის, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე რეაგირება გააკეთოს. ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის ბირთვული ნაგებობების წინააღმდეგ სამხედრო იერიში მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში განახორციელოს.

ირანის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ თეირანს არ აქვს განზრახვა შეიმუშავოს ბირთვული იარაღი. ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიატოლა ალი ხამანეიმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელის თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს.

ამერიკა და ისრაელი, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მიდიან.

XS
SM
MD
LG