ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვული პროგრამის განვითარებას აგრძელებს


სატელიტიდან გადაღებული ფოტო ქალაქ ქომთან ურანით გამდიდრების საწარმოს მშენებლობას აჩვენებს.

ფორდოს ურანით გამამდიდრებელი საწარმო მუშაობას 2012 წლის პირველ თებერვლამდე დაიწყებს

ირანის უმაღლესი ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით ამ თვის ბოლოს ქვეყანაში მწყობრში ახალი ბირთვული საწარმო შედის. ის მიწისქვეშ მდებარეობს და ბირთვული პროგრამის მოწინააღმდეგე ქვეყნების მხრიდან სავარაუდო საჰაერო შეტევებისგან კარგად არის დაცული.

ირანის ატომური ენერგიის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფერეიდან აბასის თქმით ფორდოს ურანით გამამდიდრებელი საწარმო მუშაობას 2012 წლის პირველ თებერვლამდე დაიწყებს და ის შიიტთა წმიდა ქალაქ ქომთან მდებარეობს.

დასავლეთის სახელმწიფოები ირანის მიერ ატომური პროგრამების განვითარებას ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხედ აღიქვამენ. ირანი კი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ურანით გამდიდრების პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს და რომ მისი ფუნქცია ელექტროენერგიის წარმოებით და სამედიცინო კვლევებით შემოიფარგლება.

შეერთებული შტატების და ისრაელის ხელმძღვანელობა ირანის შესაჩერებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

XS
SM
MD
LG