ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს გაეროს წარმომადგენლები ეწვევიან


ირანს გაეროს წარმომადგენლები ეწვევიან
თეირანი აცხადებს, რომ ირანს თვის ბოლოს ბირთვულ საკითხებში გაეროს ოფიციალური პირები ეწვევიან. შეხვედრებისას განიხილება ირანის ბირთვულ პროგრამასთან არსებული უთანხმოებები. საერთაშორისო ატომურ სააგენტოში ირანის წარგზავნილი ალი ასგარ სოლთანეი აცხადებს, რომ გაეროს დელეგაცია ვიზიტს 29 იანვრიდან 31 იანვრამდე გამართავს. მან ასევე დასძინა, რომ ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ირანის ბირთვული აქტივობა გამჭვირვალეა და ამასთან, გაეროსთან თანამშრომლობის ნიშანია.
ნოემბერში გაეროს ატომურმა სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მიუთითებს მტკიცებულებებზე ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნისა და დახვეწის შესახებ. ირანი ბრალდებებს უარყოფს და ანგარიშს შეთითხნილს უწოდებს.
XS
SM
MD
LG