ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლის თავდასხმა „სახალიფოს მებრძოლებმა“ განახორციელეს


თურქეთში დაღუპულებს გლოვობენ
თურქეთში დაღუპულებს გლოვობენ

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სტამბოლის ღამის კლუბში, 31 დეკემბერს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გადაცმულმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. ტერორისტული აქტის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-მდე დაშავდა. სამართალდამცავები თავდამსხმელს ეძებენ, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

ტერორისტული დაჯგუფების თქმით, თავდასხმა „სახალიფოს ჯარისკაცებმა“ განახორციელეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალი წლის ღამის ამ ტრაგედიის „დაუნდობელი თავდასხმა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG