ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო” მცირე გამარჯვებები მოიპოვა


ნანგრევებად ქცეული ქ. პალმირა

ერაყის და სირიის ფრონტებზე მნიშვნელოვანი დამარცხების მიუხედავად, დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო” რამდენიმე მცირე გამარჯვება მოიპოვა და თვეების წინ წართმეული ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. რამდენიმე კვირის წინ, 4 ათასამდე დაჯგუფების მებრძოლმა მოულოდნელი იერიში ცენტრალურ სირიაში მდებარე ისტორიულ ქალაქ პალმირაზე მიიტანა და მისი უმეტესი ნაწილი დაიკავა. შეერთებული შტატების და რუსეთის ავიაციის მიერ წარმოებული საჰაერო იერიშების მიუხედავად, დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფო” დაპყრობილი ტერიტორიის შენარჩუნება შეძლო და პალმირაში ქალაქის უმეტეს ნაწილს დღესაც აკონტროლებს.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა სირიის რამდენიმე სოფელში, ქალაქ ჰომსის აღმოსავლეთ ნაწილში, დეირ ეზ-ზორში, თუ ერაყის ანბარის პროვინციაში. დაჯგუფება “დასაპყრობად ახლა ალტერნატიურ ტერიტორიებს ეძებს” - ამბობს რამი აბდულრაჰმანი, სირიის მასშტაბით მოქმედი ბრიტანეთში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის -“ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია”- ხელმძღვანელი.

XS
SM
MD
LG