ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ბაბში 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს


ალ-ბაბი, სირია

დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის ქალაქ ალ-ბაბში კვირას სულ ცოტა 30 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. თურქეთის არმიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში, რომელიც ქალაქიდან გაქცევას ცდილობდა, ბევრი დაიჭრილიც არის. განცხადების მიხედვით, დაჯგუფება გაქცევისთვის ხელის შეშლის მიზნით, ხალხის წინააღმდეგ ნაღმებს და ხელნაკეთ ბომბებს იყენებს.

სირიელი ამბოხებულები, რომლებიც თურქეთის ძალების მხარდაჭერით ომობენ, ალ-ბაბის აღებისთვის იბრძვიან. ეს არის ოპერაციის „ევფრატის ფარი“ ნაწილი, რომელიც თურქეთმა ჯერ კიდევ აგვისტოში წამოიწყო და რომლის მთავარი მიზანი სირიის მოსაზღვრე რეგიონებიდან სუნიტი და ქურთი მებრძოლების გამდევნაა. ოპერაციაში 36 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG