ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური სახელმწიფოს მორიგი მუქარა


სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოფირში სავარაუდოდ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი ხორვატი მძევლისთვის თავის მოკვეთით იმუქრება.

ჯგუფი, რომელიც თავს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლად აცხადებს, ვიდეოფირს ავრცელებს, რომელშიც ხორვატი მძევლისთვის თავის მოკვეთით იმუქრება. სანაცვლოდ ეგვიპტის ხელისუფლებას ციხიდან მუსლიმი ქალის 48 საათის განმავლობაში გათავისუფლებას სთხოვენ. ვიდეოფირიდან არ ჩანს, თუ კონკრეტულად ვისი გათავისუფლება სურთ.

კადრში სტაფილოსფერ ტანსაცმელში გამოწყობილი დაჩოქილი ადამიანი ჩანს, რომელსაც უკან ნიღბიანი, დანით შეიარაღებული მეამბოხე უდგას. ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სინაის პროვინციიდან ეგვიპტის განშტოებას წარმოადგენდეს. მუქარის ავტორი გზავნილს ფურცლიდან ხმამაღლა, ინგლისურ ენაზე კითხულობს და ამბობს, რომ ხორვატი მოქალაქე ორი შვილის მამა, 30 წლის ტომისლავ სალოპეკია. ვიდეო-განცხადების მიხედვით, დაჯგუფებამ ის 22 ივლისს შეიპყრო.



XS
SM
MD
LG