ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში ასობით ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, რომ მერიის შენობიდან ბრიტანეთის დროშა ჩამოიხსნას.
ორშაბათს პოლიციასთან დაპირისპირების დროს, მომიტინგეებმა ბოთლები და აგურები ესროლეს ოფიცრებს, რადგან მათ დემონსტრანტებს მერიის შენობასთან მიმავალი გზა გადაუკეტეს. შეტაკების დროს თხუთმეტი ოფიცერი, ორი დაცვის წევრი და ფოტორეპორტიორი დაშავდა.
ბოლო დროს, ადგილობრივი კანონმდებლები ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანეთის სამეფოს შეამადგენლობაში ყოფნას ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად იმისა, ისინი მაინც წავიდნენ კომპრომისზე, რის საფუძველზეც ბრიტანეთის დროშა მერიის შენობაზე წელიწადში 17 დღის განმავლობაში იფრიალებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის დროშა ბელფასტის მერიის შენობაზე მისი გახსნის დღიდან - 1906 წლიდანაა აღმართული.
ჩრ. ირლანდია ბრიტანეთის დროშის წინააღმდეგ

კანონმდებლები ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანეთის სამეფოს შეამადგენლობაში ყოფნას ეწინააღმდეგებიან