ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი 10 წლის შემდეგ


უამრავი პრობლემის გამო, ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის მომავალი ნათელი მაინც არ არის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ერაყში შეჭრის შემდეგ სადამ ჰუსეინის მთავრობა დაემხო, თუმცა დღემდე არსებული უამრავი პრობლემის გამო, ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის მომავალი ნათელი მაინც არ არის.

10 წლის განმავლობაში ერაყში ერთი რეფერენდუმი და ოთხი არჩევნები ჩატარდა:ორი ეროვნული და ორიც ადგილობრივი.ადგილობრივი არჩევნები მომავალ თვეს ტარდება, ეროვნული კი 2014 წელს გაიმართება.

თუმცა ერაყში ადგილობრივ არჩევნებს პრობლემები გამუდმებით ახლავს.სუნიტებს და შიიტებს შორის ძალადობამ ორ პროვინციაში არჩევნების 6 თვით გადადება გამოიწვია. მიზეზი სუნიტი მოსახლეობის პროტესტი გახდა, რომლებიც საკუთარ იზოლაციაში დღევანდელ მთავრობას ადანაშაულებენ.

პოლიტიკური ცენტის ანალიტიკოსის ტაჰა ჯალო მარეს აზრით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ძალადობისა,უსაფრთხოების პრობლემა შედარებით მოგვარდა, თუმცა სტაბილურობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია:

“პოლიტიკური მდგომარეობის და სექტური პარტიების ზეგავლენის შედეგად ხალხი კონფლიქტში ერთვება,ზოგადაგ ერაყელები სულგრძელი და მშვიდობისმოყვარე ხალხია, თუმცა კონფლიქტის დროს იძლულებულია რომელიღაც პარტიის მხარე აირჩიოს, რათა საკუთარი თავის გადაირჩინოს.”

ზოგიერთ ერაყელს ახალგარზდა დემოკრატიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება აქვს.მათი აზრით, ერთი დიქტატორი რამდენიმე დიქტატორმა შეცვალა. არმიის გადამდგარი გენერალი ბასილ მოჰამედ ალი ამბობს, რომ ერაყს დღეს ახალი დიქტატორი სჭირდება:

“სადამის დროს უკეთესი ცხოვრება იყო, დიქტატურა მშვიდობის, ერთიანობის და ხალხის გამთლიანობის გარანტია.”

ბაღდადის უნივერსიტეტის პროფესორი მონტასერ იდანი ამ აზრს არ იზიარებს, თუმცა მისი თქმით დემოკრატია, სხვადასხვა ტიპის არსებობს. მისი აზრით, ერაყის ლიდერებს დღემდე სადამის მართველობის დროს ბაათის პარტიის სულისკვეთება აქვთ:

“ჩვენ ჩვენებური დემოკრატია უნდა შევქმნათ. ჩვენს ლიდერებს კი ამის უნარი არ აქვთ, რადგან ისლამისტებივით ტოტალიტარული აზროვნება აქვთ.”

თუმცა ბაღდადის ცენტრში მდებარე სავაჭრო მარკეტის მეპატრონეს ამ საკითხთან დაკავშირებით ფილოსოფიური მიდგომა აქვს:

"დემოკრატია ერაყისთვის ჯერ ახალი ხილია, მას ჯერ ფესვები არ გაუდგამს, პოლიტიკოსებსა და პარტიებს შორის დაპირისპირება, პოლიტიკოსებს არასტაბილურებს ხდის და ხალხს ქუჩაში გასვლისკენ უბიძგებს.მხოლოდ მომავლის იმედი გვაქვს."

ერაყელთა აზრით, ქვეყნის ლიდერები რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. თუმცა მათ იმისაც სჯერათ, რომ მოვა ლიდერთა თაობა , ვინც ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაზე იზრუნებს.
XS
SM
MD
LG