ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებები მოხდა


ქალაქ მაჰმუდიაში შეიარაღებული ადამიანი მერიის შენობაში შეიჭრა და მერი და მისი ვაჟი მოკლა

ერაყის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბაღდადში სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობა გრძელდება. ქალაქის დასავლეთში მდებარე ზინ ალ აბიდინის მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი.

პოლიციის განცხადებით, ქალაქ მაჰმუდიაში შეიარაღებული ადამიანი მერიის შენობაში შეიჭრა და მერი და მისი ვაჟი მოკლა. მაჰმუდია ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მერიაზე მიტანილი იერიშის დროს რამდენიმე ადამიანი იქნა მოკლული. ადგილობრივი საავადმყოფო ახცხადებს, რომ ასევე არიან დაშავებულებიც, თუმცა საავადმყოფოს ადმინისტრაცია მათ რაოდენობას და მდგომარეობას არ ასაჯაროებს.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბაღდადში სუნიტების წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG