ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება ერაყში


მდგომარეობა საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების დაპატიმრება დაიწყეს

ერაყში უსაფრთხოების ძალებს და სუნიტ მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, რომელშიც 23 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. გარდაცვლილთა შორის 2 პოლიციელია.

ერაყელი სუნიტები უკვე რამდენიმე თვეა პრემიერ ნური ალ-მალიკის და შიიტების მიერ კონტროლირებული მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი სუნიტი მოსახლეობის დევნის, მათი სასამართლოს გარეშე დაპატიმრების ფაქტების გამო პრემიერის გადადგომას მოითხოვენ. მდგომარეობა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების დაპატიმრება დაიწყეს. გაეროს დესპანმა, მარტინ კოლბერმა ორივე მხარეს სიმშვიდისკენ და მშვიდობიანი მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG