ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ერაყში


არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მომხდარ ინციდენტში სულ ცოტა რვა ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, ერაყში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მომხდარ ინციდენტში სულ ცოტა რვა ადამიანი გარდაიცვალა.
ხვალინდელი არჩევნები პირველია მას შემდეგ რაც ერაყის ტერიტორია ამერიკელმა ჯარებმა დატოვეს.
ქალაქ ხალისთან, პარასკევის ლოცვების შემდეგ, სუნიტურ მეჩეთს ჭურვები მოხვდა. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 7 და დაშავდა 12 ადამიანი. ბომბი ასევე ქალაქ კირკუკში შიიტური მეჩეთის შიგნით აფეთქდა. დაიღუპა სულ ცოტა ერთი ადამიანი.
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ძალადობის მიუხედავად, ხვალ ადგილობრივი საბჭოების არჩევნები 18-იდან 12 რეგიონში ჩატარდება.
რეგიონალურ საბჭოებში ოთხასი ადგილისთვის რვა ათასამდე კანდიდატი იბრძვის.
XS
SM
MD
LG