ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ერაყში


ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ამერიკის საბრძოლო დანაყოფებმა ერაყის ტერიტორია დატოვეს

ერაყელები 12 პროვინციაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ რაც ამერიკის ჯარებმა 2011 წელს დატოვა ერაყის ტერიტორია.

ამომრჩეველთა აქტივობა ბაღდადსა და დანარჩენ პროვინციებში არც ისე მაღალი იყო. ხმის მიცემის პროცესი განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში მიმდინარეობდა. პროვინციის საბჭოების თანამდებობებისთვის 8000 კანდიდატი იბრძოდა.

ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ ხმა ბაღდადის რაშიდის სასტუმროში მისცა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ერაყის მთავრობის სხვა წევრებიც. საარჩევნო უბნებს საერთაშორიო დამკვირვებლების არც ისე დიდი რაოდენობა ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG