ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქი დაიკავეს


სუნიტმა მეამბოხეებმა ქალაქ სულეიმან ბეგიდან უკან დაიხიეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადის ჩრდილოეთით სუნიტებით დასახლებული ქალაქი დაიკავეს. მეამბოხეებმა რომლებმაც ხუთშაბათს ამ ტერიტორიაზე კონტროლი ხელთ იგდეს, უბრძოლველად დატოვეს ქალაქი. ბოლო რამდენიმე დღეში ერაყში მიმდინარე ძალადობამ 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ადგილობრივ ტომთა ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ, სუნიტმა მეამბოხეებმა ქალაქ სულეიმან ბეგიდან უკან დაიხიეს.

სულეიმან ბეგში მეამბოხეთა გააქტიურება მოჰყვა სამშაბათს, ერაყის მთავრობის მიერ ქალაქ ჰავიჯაში სუნიტი დემონსტრანტები დარბევას. რეიდის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG