ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მდგომარეობა დაიძაბა


უკვე მესამე დღეა ზედიზედ სუნიტ დემონსტრანტებს და ერაყის უშიშროების ძალებს შორის მიმდინარებს შეტაკებები

ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკინ სუნიტ დემონსტრნტებს მოუწოდებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ. უკვე მესამე დღეა ზედიზედ მათ და ერაყის უშიშროების ძალებს შორის მიმდინარებს შეტაკებები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ერაყში.
ნური ალ მალიკიმ სატელევიზიო მიმართვაში მოუწოდა ერაყელებს არ გაჩუმდნენ "ტერორისტთა" ქმედებებზე, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის სამოქალაქო ომში ჩათრევას. მისი განცხადებით, თუ არ შეწყდება მოწოდებები აჯანყებისკენ "გამარჯვებული და წაგებული ამით არავინ იქნება, ყველანი წაგებულები დავრჩებით" განაცხადა ერაყის პრემიერ მინისტრმა.
XS
SM
MD
LG