ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ქრისტიანების წინააღმდეგ თავდასხმები განხორციელდა


ძალადობას დღეს სულ ცოტა 34 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ქრისტიანების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას დღეს სულ ცოტა 34 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაზე მასშტაბური აფეთქება ბაღდადის დორას უბანში მოხდა. მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად იქ 24 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. აფეთქება ერთ-ერთი ეკლესიის წინ მოხდა, სადაც ქრისტიანები შობის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

კიდევ ერთი აფეთქება დორასთან ახლოს მოხდა, სადაც აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

გაეროს ინფორმაციით ერაყში 2013 წელს 8000-ზე მეტი ადამიანია დაღუპუილი. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი წელი იყო. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი სამოქალაქო პირები არიან.
XS
SM
MD
LG