ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ერაყის კაფესთან


ბაღდადიდან 60 კილომეტრში მომხდარ ინციდენტში 11 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა

ერაყში, ქალაქ ბუჰრიზის ერთ-ერთ კაფესთან, მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ბაღდადიდან 60 კილომეტრში მდებარე დასახლებაში მომხდარ ინციდენტში დაშავებულ ერაყელთა რიცხვი 23-ს აჭარბებს.

კვირას, ერაყის დედაქალაქის კომერციულ უბნებში მომხდარ სერიულ აფეთქებებში 30 ადამიანი გარდაიცვალა და 90 დაიჭრა. თავდამსხმელთა სამიზნე ძირითადად შიიტი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიები იყო. მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია, თუმცა, მსგავს თავდასხმებს ძირითადად სუნიტთა დაჯგუფებები ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG