ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობის” ყოველწლიური ანგარიში


კორუფციის აღქმის საერთო მაჩვენებელი საქართველოში კვლავ მაღალია

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც 100 ქულიანი სისტემით 177 ქვეყანა შეაფასა. ქევყნებისთვის ქულების მინიჭება საჯარო სეტქორში არსებული კორუქფიის აღმის მიხედვით მოხდა. 100 ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის, ხოლო 0 კი უკიდურესად კორუმპირებულს.

საქართველო 49 ქულით 55-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელ მონაცემთან შედარებით, საქართველო უკუსვლას აჩვენებს. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა და 176 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზე იყო.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორუფციის აღქმა უფრო დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, ხორვატია და ჩეხეთის რესპუბლიკა 57-ე ადგილზე არიან, სლოვაკეთი 61-ზე, იტალია და რუმინეთი 69-ზე, ხოლო საბერძნეთი კი მე-80ზე.

ამასთან, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ესტონეთი 28-ე ადგილზეა, ლიტვა 43-ზე და ლატვია 49-ზე.
ანგარიშის თანახმად, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ ზოგიერთ სფეროში ანტიკორუფციული რეფორმების გატარება აქტიურად დაიწყო. ერთ-ერთი მაგალითი იმ საჯარო მოხელეთა სპექტრის გაფართოებაა, რომლებსაც ყოველწლიურად ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოეთხოვებათ. ასევე დაიწყო სახელმწიფორმ მიერ ტენდერის გარეშე გაცემული კონტრაქტების საჯაროდ ხელმისაწვდომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე განთავსება. ანგარიშის თანახმად, ამ მიმართულებით „საქართველო მისაბაძი მაგალითია მსოფლიოს მასშტაბით.“

ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს რამდენიმე განცხადება იყო გაკეთებული მაღალ თანამდებობებზე ადამიანების დანიშნვაში ნეპოტიზმის გავლენაზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბოლომდე არ იქნა შესწავლილი 2012 წლის სახელწიფო დანახარჯები. ასევე შესამუშავებელია ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და მოდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაწერილი სამოქმედო გეგმა.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან ბრძოლის გააქტიურების მიზნით. ამ რეკომენდაცეიბში შედის: პროკურატურისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კონკურენციის სააგენტოსა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება; შინაგან საქმეთა სამინისტროზე დემოკრატიული მაკონტროლებელი მექანიზმების დაწესება და სამინისტროს მიერ სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციებზე დაკვირვების შესაძლებლობების შეზღუდვა; ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება; და თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის უფრო გამჭვირვალე მართვა.

გლობალურად კორუფციის აღქმის მხრივ კი ასეთი სურათია: თურქეთი 50 ქულით 53-ე ადგილზეა. კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო კვლავ ლიდერობს. სომხეთი 36 ქულით 94 ადგილზეა, აზერბაიჯანი 28 ქულით 127-ე ადგილზე, უზბეკეთი და თურქმენეთი 17 ქულით 168-ე ადგილზეა არიან, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი კი 154-ე და 150-ე ადგილზე არიან.

რუსეთი 28 ქულით 127-ე ადგილზეა, რომელსაც ირანი რამდენიმე ქულით ჩამორჩება და 144-ე ადგილს იკავებს.

გლობალური მასშტაბით ყველაზე ცუდი მაჩვენებლები სომალის, ავღანეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ, რომლებმაც მხოლოდ 8 ქულა მოაგროვეს და შესაბამისად, ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად იქნენ შეფასებული. ასევე სიის ბოლოში არიან ერაყი, ლიბია, სამხრეთ სუდანი და სუდანი.
კორუქციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში და ახალ ზელანდიაში დაფიქსირდა. პირველ ხუთ ადგილს მათთან ერთად შვედეთი, ნორვეგია და სინგაპური ინაწილებენ.

შეერთებული შტატები მე-19 ადვილს ურუგვაისთან ინაწილებს, კანადა და ავსტრალია კი მე-9 ადგილზე არიან.
XS
SM
MD
LG