ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მძევლები დახოცეს


ხუთშაბათს დილით შეიარაღებულმა მამაკაცებმა მძევლები საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გაიტაცეს


ერაყის განცხადებით, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში გატაცებულ მძევალთა 18 ცხედარია აღმოჩენილი. პოლიცია ვარაუდობს, რომ დაღუპულები გატაცებიდან რამდენიმე საათში დახოცეს.

ხუთშაბათს დილით შეიარაღებულმა მამაკაცებმა მძევლები საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გაიტაცეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ ვინ დგას ამ ძალადობრივი ფაქტის უკან, თუმცა ერაყის ამ ნაწილში მსგავსი ინციდენტები საკმაოდ ხშირად ხდება.
დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელი, ერთი სამხედრო პირი და ერთი ტომის ბელადიცაა.

ძალადობამ ერაყში 2006-2007 წლიდან შედარებით იკლო, თუმცა მსგავსი სახის ინციდენტების შედეგად, ყოველი წლის დასაწყისში ოთხი თვის განმავლობაში 200 ადამიანი იღუპება.
XS
SM
MD
LG