ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში რამდენიმე აფეთქება მოხდა


აფეთქება ბაღდადში, 2014 წლის 15 იანვარი
ერაყში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 58 და დაშავდა 65 ადამიანი.

ყველაზე მასშტაბური აფეთქება ქალაქ ბურიზში მოხდა, რომელიც ბაღდადიდან 60 კილომეტირის მოშორებით მდებარეობს. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დაკრძალვის ცერემონიალის დროს აიფეთქა და 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დედაქალაქში მანქანებში დამონტაჟებული სულ ცოტა ექვსი ბომბი აფეთქდა.

თავდასხმები ძირითადად ბაღდადის შიიტურ უბნებში მოხდა და მათზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე.

ერაყში რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირირსპირება 2008 წლის შემდეგ უპრეცედენტო დონეს აღწევს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ორშაბათს ერაყში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ შეშფოთებულია ქვეყანაში უსაფრთხოების ხარისხის გაუარესებით და ერაყის ლიდერებს ძალადობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა სთხოვა.



XS
SM
MD
LG