ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, ბაღდადში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა. ერაყის ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 45-ზე მეტი.

ორშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ქალაქ მოსულში მიმდინარე ბრძოლებში პოზიციების შესუსტებასთან ერთად, მსგავსი იერიშები ერაყის დედაქალაქში იშვიათობას აღარ წარმოადგენს. დაჯგუფებამ ბოლო 2 წელიწადში დაპყრობილი ტერიტორიების დაახლოებით 60 % დაკარგა.

ბაღდადის უბანში, სადაც ძირითადად ბიზნესები მდებარეობს, აფეთქება ადგილობრივი დროით, დღის 4 საათზე განხორციელდა. დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მორიგი თავდასხმა მოხდა იმ ფონზე, როცა ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის ხვდებოდა. მოლაპაკარება დაჯგუფების დამარცხების მიზნით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსაც მოიცავდა.

XS
SM
MD
LG