ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ბომბი აფეთქდა


ბომბის აფეთქების შედეგად 20 შიიტი მომლოცველი დაიღუპა


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად 20 შიიტი მომლოცველი დაიღუპა. ისინი რელიგიური პროცესიიდან ქალაქ კარბალადან სახლებში ბრუნდებოდნენ.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმა ხალხმრავალ ავტობუსების გაჩერებაზე მოხდა. ინციდენტის შედეგად დაშავდა ათზე მეტი ადამიანი. ამ დროისათვის პასუხისმგებლობა არვის აუღია თავის თავზე, თუმცა მსგავსი ძალადობა ქვეყნის დესტაბილიზაციის საშიშროებას ქმნის.
XS
SM
MD
LG