ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ-ჰაშემის სიკვდილი მიუსაჯეს

Iraq's fugitive Vice President Tareq al-Hashemi (3rd R) gestures as he leaves a meeting with Turkey's Foreign Minister Ahmet Davutoglu in Ankara September 9, 2012. Hashemi was sentenced to death for murder on Sunday in a ruling likely to further stoke sec

ანკარა ერაყს დევნილ ვიცე-პრეზიდენტს არ გადასცემს

თურქეთი უარს ამბობს ერაყის განდევნილი ვიცე-პრეზიდენტის, თარიქ ალ-ჰაშემის გადაცემაზე, რომელსაც ბაღდადში სიკვდილით დასჯა ელის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ჰაშემის ქვეყანაში დარჩენა იქამდე შეუძლია ვიდრე სურს. ერაყის განდევნილი ვიცე-პრეზიდენტი - ჰაშემი სუნიტი მუსულმანია. ის მის წინააღმდეგ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ერაყის შიიტი პრემიერ-მინისტრის, ალ-მალიქის მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებად განიხილავს. ერაყელი ქურთების ლიდერმა ჯალალ თალაბანიმ ჰაშემის წინააღმდეგ გამოტანილი ვერდიქტი დაგმო. მისი თქმით, ჰაშემი კვლავ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტია. პრემიერ-მინისტრის ოფისი აცხადებს, რომ მთავრობას სასამართლოზე ზეწოლა არ მოუხდენია.
XS
SM
MD
LG