ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის და თეირანის სამომავლო ურთიერთობები


ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალმა ლიდერებმა სწორ ბალანსს მიაგნეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00
ბმული

ბოლოს სამი წლის წინ, დეკემბრის წვიმიან დღეს ირანელი და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს ჟენევაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში.

იმ მოლაპარაკებებმა, როგორც სხვა მრავალმა, არ მოიტანა ის კომპრომისები, რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაარწმუნებდა იმაში, რომ ირანს ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აქვს .

მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა. ივნისში ირანელებმა მოულოდნელად პრეზიდენტად ზომიერი პოზიციის მქონე ჰასან როჰანი აირჩიეს. სტრატეგიული კვლევების ლონდონის ინსტიტუტის ირანის ექსპერტი მარკ ფითცპატრიკი ამბობს, რომ მისი განცხადებები, განსაკუთრებით სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პროგრესის მიღწევის ახალ იმედს იძლევა.

„ვფიქრობ, ირანი რაღაც ახალს შემოგვთავაზებს. არ მგონია ეს საკმარისი იყოს დიდი გარღვევისთვის, მაგრამ შეიძლება ცოტაოდენი პროგრესი შესაძლებელი გახდეს. შემდგომმა შეხვედრებმა შეიძლება მეტი პროგრესის შესაძლებლობა წარმოშვას.“

მას შემდეგ, რაც როჰანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა გაეროს საკონტაქტო ჯგუფს და დათანხმდა ჟენევაში შემდგომ მოლაპარაკებაზე და მას შემდეგ, რაც ბატონი როჰანი ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას, ირანის ლიდერი თავის ქვეყანაში კრიტიკის ობიექტი გახდა ზედმეტად სწრაფად მოძრაობის გამო.

ამასობაში პრეზიდენტ ობამას დასჭირდა თხოვნით მიემართა კონგრესისთვის, რათა ახალი დიპლომატიური მცდელობების დაწყების პერიოდში, ირანისთვის დამატებითი სანქციები არ დაეწესებინათ.

„როჰანის ნამდვილი აკრობატული ნომრის შესრულება უწევს. მან უნდა შეძლოს საკუთარი კონსერვატორების დაშოშმინება, ზუსტად ისევე, როგორც პრეზიდენტ ობამას ჰყავს ბევრი კონსერვატორი კონგრესში, რომელთაც არ სურთ სანქციების შერბილება. სინამდვილეში მათ სურთ დამატებითი სანქციების შემოღება. ასე რომ სწორი ბალანსის პოვნა ძალიან რთული იქნება.“

ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არაა დარწმუნებული, რომ ირანის ახალმა ლიდერებმა მიაგნეს სწორ ბალანსს. კლინტონი, რომელსაც თავისი თანამდებობა ეკავა ირანთან უშედეგო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის დროს, პარასკევს სიტყვით გამოვიდა ლონდონის „ჩატამ ჰაუსში“.

„გასულ კვირას ჟენევაში, მე ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, ირანელები ხორცს შეასხამდნენ თუ არა საკუთარ იმედს იმაზე, რომ მოლაპარაკებები მიგვიყვანს საკითხის გადაწყვეტასთან, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი და ჩვენთვის მისაღები იქნება. ვფიქრობ, ჯერ ეს გაურკვეველია.“

ექსპერტების თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების წინ ისინი მხოლოდ იმაში არიან დარწმუნებულნი, რომ ეს გრძელი პროცესი იქნება, ისტორიით, ურთიერთ-უნდობლობით და განსხვავებული მიზნებით დამძიმებული.

ასე, რომ პროგრესის იმედთან ერთად, ისინი არანაირ გარღვევას არ მოელიან.
XS
SM
MD
LG