ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტის გამოწვევა


2011 წლის შემდეგ ირანის ეროვნული ვალუტის ფასი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 80 პროცენტით გაუფასურდა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:17 0:00
ბმული

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლის დროს და "ტვიტერის" სოციალურ ქსელშიც ღიად აცხადებს, რომ დროა ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნას.

„ეს სანქციები ძალადობრივი, დაუმსახურებელი და უაზროა “ - აცხადებს როჰანი.

ირანელ ხალხზე საერთაშორისო საქციები საკმაოდ უარყოფითად აისახება. 2011 წლის შემდეგ ირანის ეროვნული ვალუტის ფასი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 80 პროცენტით გაუფასურდა. სურსათზე და ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ფასებმა 40 პროცენტით მოიმატა. ირანში ასევე გაიზარდა უმუშევრობა და ახალგაზრდების 40 პროცენტი დაუსაქმებელია.

როგორც ანალიტიკოსი მაიკლ სინგი ამბობს, შექმნილი სიტუაცია პრეზიდენტ როჰანის აიძულებს მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს:

„ირანისთვის აუცილებელია სანქციებისგან გათავისუფლდეს. ერთ წელიწადში შესაძლოა ყველაფერი ვერ გამოსწორდეს, მაგრამ როჰანი ცდილობს ამით დრო მოიგოს.“

თუმცა კონგრესზე ირანის სანქციების თემაზე მოსმენები საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს უკავშირდება.

სენატორი რებერტ მენენდესი ამბობს:

„ირანი დიპლომატიურ მოლაპარაკებებამდე დროის მოგებას ვერაფრით შეძლებს.“

ამიტომაც პრეზიდენტი როჰანი დაჟინებით აცხადებს, რომ თეირანს აქვს ყველანაირი უფლება ურანი გაამდიდროს.

თუმცა მეცნიერების და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენელი დევიდ ოლბრაიტი აცხადებს, რომ მსგავს განცხადებას ამერიკა და მსოფლიოს ლიდერები ვერასდროს დაეთანხმებიან:

„ ირანი ახლა ფასების მატების გამო სრულ შოკშია. სანქციების მოხსნას კი საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.“

ეს კი იმას ნიშნავს, რომ როჰანის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი ხალხისგან მოელის, რომელსაც დღესდღეობით ეკონომიკურად ძალზე რთულ სიტუაციაში უწევს ცხოვრება.

მაიკლ ოჰანლონი ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელია:

„ როჰანი ახლა არჩევანის წინაშეა: განაგრძოს ბირთვული პროგრამა და ირანის მოსახლეობაში პოპულარობა დაკარგოს, თუ გააგრძელოს ურანის გამდიდრება და ქვეყანა უფრო დიდ გასაჭირში ჩააგდოს.“

დღესდღეობით ირანელებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება მოელით, თეირანის იერარქია კი ფიქრობს, თუ რა ნაბიჯი გადადგას სამომავლოდ.
XS
SM
MD
LG