დღეს ამერიკისა და ირანის წარმომადგენლები ორ-დღიან მოლაპარაკებებს ხსნიან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ჟენევაში, დელეგაციებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაქაჩი გაუძღვებიან.
შეხვედრაში მონაწლეობას მიიღებს ეროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის მოადგილე, ჰელგა შმიტიც.
შეგახსენებთ, რომ მხარეები ცდილობენ შეთანხმების მიღწევას 30 ივლისამდე. ეს გეგმა ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ხასიათს დაადასტურებს და დამატებითი სანქციების დაწესებას მოუხდენს პრევენციას.
ირანი მთელი ეს პერიოდი დაჟინებით აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის განვითარებას არ ცდილობს.