ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი თეირანის სანქციებზე შეღავათებს აუქმებს


მომავალ კვირას ვადა ეწურება ირანზე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შეღავათებს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ირანული ნავთობის მსხვილი მომხმარებლები შეძლებენ მომარაგების ალტერნატიული გზების მოძებნას.

სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გასული წლის ნოემბერში ერთპიროვნულად განაახლა. თავის დროზე სანქციები ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებით გაუქმდა. ამერიკის მთავარი მოკავშირე, ევროპის კავშირი ირანზე სანქციების აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდა და აცხადებდა, რომ ეს უსაფუძვლო გადაწყვეტილება იყო.

2018 წლის ნოემბერშივე, სანქციებთან ერთად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ირანის ნავთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებლებისთვის, 8 სახის დროებითი შეღავათი დაუშვა. სწორედ ამ შეღავათებს ეწურება ვადა მომავალ კვირაში და ვაშინგტონი მათ განახლებას არ აპირებს. შეღავათები შეეხო შემდეგ ქვეყნებს: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი.

მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა ჩინეთმა. პეკინი აცხადებს, რომ მისი საქმიანობა ირანულ კომპანიებთან ლეგალური და გამჭვირვალეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG