ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი 2009 წლის 12 ივნისის აღსანიშნავად ემზადება.


ირანი 2009 წლის 12 ივნისის აღსანიშნავად ემზადება. ეს ის თარიღია,როდესაც მაჰმუდ აჰმადინეჟადი ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით იქნა არჩეული.

შეგახსენებთ,რომ აჰმადინეჯადის ირანის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას წინ ხალხის მიერ გამართული ხანგრძლივი საპროტესტო დემონსტრაციები უძღოდა. პოლიციასა და მშვიდობიან დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებას მაშინ 72 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.თუმცა ირანის მთავრობამ ეს რიცხვი უარყო და განაცხადა,რომ დაზარალებულთა შორის პოლიციის ტანამშრომლებიც იყვნენ.

გასული წლის დეკემბერში ირანის ოფიცილურმა წარმომადგნელებმა პირველად აღიარეს,რომ დაკავებულთაგან სამი მოქალაქე ციხეში ყოფნის დროს სასტიკი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

იანვარში ჰუმან რაიტს ვოჩის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია,რომ დემონსტრაციების დროს ირანის უშიშროების ძალებმა ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი და დისიდენტი იმ იმედით დააკავეს,რომ კრიტიკისა და დაპირისპირების ტალღა ჩაეხშოთ.

XS
SM
MD
LG