ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის


ირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის
ირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისრის განცხადებით, ირანი მზადაა ბირთვულ პროგამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებისთვის. ამის შესახებ ქეთრინ ეშტონმა დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მან ბირთვულ საკითხებში ირანის მთავარი მომლაპარაკებელისგან საიდ ჯალილისგან მიიღო წერილი, სადაც ის 10 ნოემბრისთვის მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნას გამოხატავს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კომისარმა ირანის მხარესთან შეხვედრა „ხუთს პლუს ერთი“ ფორმატში მოითხოვა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის და გერმანიის ჩართვას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG