შაჰრამ ამირის საქმეში ცნობილი მხოლოდ ორი რამ არის. პირველი ის რომ ერთი წლის წინ ის საუდის არაბეთში მომლოცველობის დროს გაქრა და მეორე ის რომ ახლა ის ირანში დაბრუნებას მოითხოვს. ამ ორი ფაქტის გარდა ყველაფერი ბუნდოვანია.
ირანი განაგრძობს იმის გამეორებას, რომ ამერიკის დაზვერვის აგენტებმა ამირი გაიტაცეს. ამერიკელები ამას უარყოფენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანი, ფი ჯეი ქროუვლი ამბობს, რომ ამირი ქვეყანაში თავისუფლად შემოვიდა და თავისუფლადვე ცხოვრობდა.
“ბატონი ამირი ამერიკაში საკუთარი სურვილით ჩამოვიდა. აქ გარკვეულ პერიოდს დაჰყო. ზუსტ დროს არ ვასახელებთ. შემდეგ კი ირანში დაბრუნების გზა აირჩია.”
მაგრამ არავინ ამბობს როდის და რა გზებით ჩამოვიდა ამირი ამერიკაში. საქმეს მეტ ბურუსს სამი ვიდეოს არსებობა სძენს, რომლებიც გასულ წელს არის გადაღებული და აღბეჭდილი ან ამირი ან სხვა, ვინც მის სახელს იბრალებს არიან. ერთში ის ამბობს, რომ ამერიკელებმა გაიტაცეს, მეორეში -რომ არიზონას შტატში მშვიდად ცხოვრობდა და მესამეში კი სრულიად საპირისიროს-რომ ის ამერიკელებმა შეიპყრეს და ის გაიქცა.
ინფორმაციის ზოგიერთი წყაროს თქმით, ის დეზერტირია და ამერიკას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გადასცემდა ინფორმაციას. ამირი ირანში მალეკ აშტარის უნივერსიტეტში მუშაობდა, რომელიც ირანის რევოლუციურ მცველთა მთავრობასთან პირდაპირ კავშირშია.
მაგრამ თუ ის დეზერტირია, საეჭვოა რატომ უნდა მოითხოვდეს უკან დაბრუნებას. ზოგიერთი ჟურნალისტის აზრით, მისი ოჯახი ირანის მთავრობის მხრიდან მუქარას განიცდის და ამიტომ ის ვალდებულია უკან დაბრუნდეს. მაგრამ არის კიდევ ერთი ვერსია- ცრუ დეზერტირობის შესახებ.
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, ჩარლს ფადისი ამბობს, რომ კონტრდაზვერვიდს თანამშრომლებს სიმართლის დადგენა ხშირად უჭირთ.
“ ეს უმთავრესი სირთულეა. ამ საქმეს იმდენი წახნაგი აქვს, რამდენიც ფანტაზია გეყოფა.”
ცრუ დზერტირებს ძირითადად დაზვერვის სამსახურში ვხვდებით.
1985 წელს საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი ვიტალი იურჩენკო, რომში საქმეზე გაგზავნილი, ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ჩაბარდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მან ამერიკის დაზვერვის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან სადილი მიატოვა და კვლავ მოსკოვთან კავშირი გამოააშკარავა.
კონტრდაზვერვის ოფიცრებს დეზერტირის მიერ ნათქვამის სიმართლის დადგენის საკუთარი ხერხები აქვთ. თუკი დეზერტირი მათ ისეთ ინფორმაციას აწვდის, რომელიც უნიკალური და ძვირფასია, წესით საკუთარი ქვეყნის აგენტმა ის არ უდნა გაამხილოს, ამიტომ ის არ ცრუობს. თუმცა ჩარლზ ფადის თქმით, ეს პრაქტიკა ყოველთვის არ მუშაობს.
“ეს სტადარტულად ჟღერს. თუმცა იმის დადგენა თუ რა არის ოფიცრების აზრით შეუფასებელი ინფორმაცია ძნელია. ხანდახან ამაში შეიძლება შეცვდეთ კიდეც. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მან ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელსაც რუსეთი ან ჩინეთი არასოდეს გასცემდნენ. თუმცა 5, 10, 15 წლის შემდეგ ირკვევა რომ მათ სრულიად სხვა შეხედულება ჰქონდათ ამ საკითხზე და ჩვენ შეცდომაში შევედით, მათ კი იმ დროს ამ ინფორმაციის გაცემა უღირდათ.”
თუმცა სიმართლე შარამ ამირის შესახებ, რომელიც ორ დედაქალაქს, თეირანსა და ვაშინგტონს შორის იკარგება შესაძლოა არასოდეს დადგინდეს.