ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი პატიმრების გასაცვლელად მზადაა და აშშ-ს მოუწოდებს გაათავისუფლოს დაკავებული ირანელები


ნასარ ქანაანი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ნასარ ქანაანი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

თეირანი მზადაა, შეერთებულ შტატებთან პატიმრები გაცვალოს. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა, „თეატრალური წარმოდგენების ნაცვლად, იმოქმედოს“.

ირანი 10-ზე მეტი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც შეერთებულ შტატებში პატიმრობაში არიან. მათ შორის 7-ს, ირანისა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 2-ს კი აქვს აშშ-ში მუდმივი რეზიდენტის სტატუსი. პატიმრობაში მყოფ კიდევ 4 ირანელს, ამერიკაში ყოფნის ლეგალური სტატუსი არ აქვს.

„ჩვენ მზად ვართ, გავცვალოთ პატიმრები ვაშინგტონთან... შეერთებულმა შტატება, ირანის დაკავებული მოქალაქეები, ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა გაათავისუფლოს“ - ირანის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებას, ადგილორბივი გამოცემა "ფარსი" ავრცელებს.

სამშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა ამერიკელის თავისუფლება. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სიამაკ ნამაზი, უკვე 2 500 დღეა, რაც ირანში „უმართებულოდაა დაკავებული“.

ირანის საგარეო უწყების განცხადება თან ერთვის ვაშოინგტონისა და თეირანის მიმდინარე ძალისხმევას, აღდგეს 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. მოლაპარაკებების მსვლელობისას, თეირანი ვაშინგტონს მოუწოდებს, მეტი მოქნილობა გამოიჩინოს.

XS
SM
MD
LG