ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში 290 ადგილისთვის, 7 ათასზე მეტმა კანდიდატმა ერთკვირიანი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

მას შემდეგ, რაც რეფორმების მომხრე და ზომიერი კანდიდატების უმრავლესობის დისკვალიფიკაცია მოახდინეს, 21 თებერვლისთვის დანიშნულ არჩევნებს, ბევრი ადამიანი მკაცრი გეზის მომხრეებსა და კონსერვატორებს შორის შეჯიბრად აღიქვამს.

არჩევნები პრეზიდენტ ჰასან როჰანის პოპულარობის გამოცდაც იქნება, რომელიც შედარებით ზომიერი პოლიტიკოსია და დამანგრეველი ამერიკული ეკონომიკური სანქციების პირობებში, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების დაპირების შესრულებას ცდილობდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ირანის სავალალო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის გამო უკმაყოფილება და გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო პროცესის არარსებობა, სავარაუდოდ საარჩევნო ურნებთან ნაკლებ ამომრჩეველს მიიყვანს.

როჰანიმ მკაცრი გეზის მიმდევარი ყველა კანდიდატის შემმოწმებელი ორგანო - კონსტიტუციის მცველთა საბჭო გააკრიტიკა, რომელმაც საარჩევნოდ დარეგისტრირებული ათასობით ადამიანის, მათ შორის 90 მოქმედი კანონმდებლის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG