ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშერის ატომური ელექტროსადგური სექტემბერში ამუშავდება


ირანის ატომური ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით ბუშერის ატომური ელექტროსადგური სექტემბერში ამუშავდება.

ალი აკბარ სალეჰის განცხადებით გაეროს უშიშღოების საბჭოს მიერ შემოღებული სანქციები ვერაფერს დააკლებს ირანის ბირთვულ პროგრამას.

შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეები ამტკიცებენ რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური ბომბის შექმნას ისახავს მიზნად, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს.

რუსეთის დახმარებით ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ირანში ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო და გეგემის მიხედვით 1999-ში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ის დღემდე გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG