ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: ამერიკამ უნდა გაითავისოს, რომ პუტინი სუკის პოლკოვნიკია


ამერიკის სენატორი ჯონ მაკეინი

ამერიკის ხმამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შეერთებული შტატების სენატორთან და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრ ჯონ მაკეინთან. მაკეინმა ისაუბრა იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამერიკის კონგრესმა რუსეთის მიერ უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის საპასუხოდ.

მისი თქმით, „კონგრესს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მათ შორის ერთ-ერთი ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესებაა, განსაკუთრებით კი ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინის გარშემო არიან და პასუხისმგებლები არიან მაგნიცკიზე, არღვევენ ადამიანის უფლებებს და არიან კორუმპირებული.

კიდევ ერთ ზომად მაკეინი საქართველოსა და მოლდოვას ნატოში სწრაფად გაწევრიანებას მიიჩნევს:

„ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება, დავაჩქაროთ საქართველოსა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანების პროცესი და მივიღოთ კიდევ რამდენიმე ზომა, რომლებიც, ჩემი აზრით, პუტინის მოქმედებებს შეცვლის. მაგრამ პირველ რიგში უნდა გავითავისოთ თუ ვინ არის ვლადიმირ პუტინი. უნდა შევწყვიტოთ იმის თქმა, რომ არჩევნების შემდეგ უფრო მოქნილები ვიქნებით. უნდა შევწყვიტოთ „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერა. უნდა გავითავისოთ ვინ არის პუტინი: სუკის პოლკოვნიკ-აპარატჩიკი, რომელმაც თქვა, რომ მე-20-ე საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის, გერმანიისა და ჩვენი სხვა ევროპელი მეგობრებისთვის ბუნებრივი აირის დაუყოვნებელი მიწოდება. ეს შეიძლება გრძელვადიანი გეგმაა, მაგრამ ამისთვის მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ. თუმცა, ამაზე დიდი იმედები არ უნდა დავამყაროთ იმის გამო, რომ პუტინმა შეიძლება ხვალ გაზი გადაკეტოს."

XS
SM
MD
LG